png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სახლში, სადაც სასტიკი მკვლელობა მოხდა, მუზეუმი გაიხსნა

  • მსოფლიო
  • 25.05.2018
  • 12:05
სახლში, სადაც სასტიკი მკვლელობა მოხდა, მუზეუმი გაიხსნა

ახალ ორლეანში, ერთ-ერთ სახლში, სადაც  12 წლის წინ სასტიკი მკვლელობა მოხდა, მუზეუმი მოეწყო და ექსკურსიები ტარდება. წერს Mirror-ი. მოჩვენებების მუზეუმში განთავსებულია სამზარეულოს ქურა, სადაც სახლის ძველი მცხოვრები თავისი მეგობარი გოგონას კიდურებს ხარშავდა, ასევე მაცივარი, სადაც სხეულის დანარჩენი ნაწილები ინახებოდა.

2006 წლის ოქტომბერში, 28 წლის ზაკერი ბოენმა თავისი მეგობარი გოგო ენდი ჰოლი მოკლა, შემდეგ კი სასტუმროში თავი მოიკლა. სიკვდილის წინ დაწერა წერილი, რომელმაც პოლიციელები მკვლელობის ადგილზე მიიყვანა.

 „ეს უბედური შემთხვევა არ არის. მე თავი მოვიკალი, რათა პასუხი მეგო იმისთვის, რაც ჩავიდინე, გაგზავნეთ პატრული ამ მისამართზე და თქვენ ნახავთ ჩემი გოგოს დანაწევრებულ სხეულს ღუმელში, ქურაზე და მაცივარში“, - ეწერა წერილში.

როდესაც პოლიციელები მითითებულ ადგილზე მივიდნენ, შოკში ჩავარდნენ, ედის სხეულის ნაწილები მოთავსებული იყო ქვაბებში, ტაფებში და ღუმელში. კედლებზე ზაკერის მიერ დატოვებული იყო წარწერები: „მე ის მიყვარს“ და „მე შეცდომა ვარ“. ოფიცრებმა ასევე იპოვეს მამაკაცის დღიური, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერდა როგორ ანაწევრებდა გოგონას სხეულს.

 „შუა გზაზე გავჩერდი და დავფიქრდი იმის შესახებ თუ რას ვაკეთებდი. ჩემი თავი შევაშინე არამხოლოდ იმით, რომ მშვიდად ვახრჩობდი ქალს, რომელიც წელიწადნახევარი მიყვარდა, არამედ იმაზეც, რომ ამის გამო ვნანობდი. ყოველთვის ვიცოდი, რამდენად საშინელი ვარ“, - წერდა ზაკერი ბოუენი.

წყვილის ოჯახები და მეგობრები აღშფოთებულნი იყვნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ სახლი ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა. ჩიოდნენ დამთვალიერებლებიც, რომლებსაც უყვებოდნენ, რომ კედლებზე გაკეთებულ ფოტოებზე უჩვეულო ნათება ჩნდებოდა.

ექსკურსიის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ამ წყვილის ისტორია დანარჩენებისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, მიღებული შემოსავლის ნაწილს კი ახალ ორლეანში ოჯახური ძალადობის ფონდში გადარიცხავენ.

ზაკერიმ და ედიმ ერთმანეთი ბარში გაიცნეს. ზაკერი ყოფილი სამხედრო იყო და იმ დროს უკვე განქორწინებული ოყო ცოლთან რომლისგანაც ორი შვილი ჰყავდა. ზაკერისა და ედის ურთიერთობა იმდენად ვნებიანი და მღელვარე იყო, რომ წყვილი გამუდმებით  ჩხუბობდა.

ამის გარდა, ედის ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა, ზაკერი კი პოსტრავმატული სტრესისგან იტანჯებოდა, რომელიც მას კოსოვოსა და ერაყში სამხედრო სამსახურის დროს მძიმე პერიოდის გადატანის შემდეგ დაემართა. მამაკაცს ასევე ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.

Фото © B210

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge