png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ირაკლი კობახიძე საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 25.05.2018
  • 13:00
ირაკლი კობახიძე საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და დელეგაცია მიიღო. დელეგაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, საქართველოს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„საქართველოს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენ საუბარი გვქონდა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერთან მიმართებაში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. საპარლამენტო დიალოგი, რომელიც რეგულარული და ძალიან თანმიმდევრულია, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს და საინტერესოს და ყოვლისმომცველს გახდის მომავალში",- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის შეფასებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოში პირველად, ორი წლის წინ, არჩევნების შემდეგ ჩამოვედით და ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ეწვია. მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით. ჩვენ ვნახეთ, როგორ განვითარდა საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვნახეთ, როგორ მყარდება მტკიცე ურთიერთობა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბევრ სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის, განათლების, თავდაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან. მოველით, თქვენთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავის აღნიშვნას. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ",- განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრები - ლორდი ფრანსის ნორსბრუქი და ლორდი ჯონ კილკლუნი და თემთა პალატის წევრი - გორდონ მარსდენი შედიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge