„ბაიერნის“ ფეხბურთელს არტურო ვიდალის პატიმრობა ემუქრება
- მსოფლიო
- 25.05.2018
- 13:46
მიუნხენის „ბაიერნისა“ფეხბურთელს არტურო ვიდალის ღამის კლუბში ჩხუბისთვის პატიმრობა ემუქრება. გამოცემა Bild-ის ცნობით, ვიდალი კლუბში ძმასთან სანდრინიოსთან ერთად იმყოფებოდა. VIP-დარბაზში ძმებსა და კლუბის სხვა მომხმარებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად მათ ერთ-ერთ მომხმარებელს თავში ბოთლი ჩაარტყეს, რის გამოც მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო.
ვიდალი ძმასთან ერთად თავდასხმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. ფეხბურთელს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინციდენტი მიუნხენის ერთ-ერთ ღამის კლუბში 2017 წლის სექტემბერში მოხდა.