Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- საზოგადოება
- 26.05.2018
- 00:44
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს უდიდესმა საძიებო სისტემამ Google-მა ვებგვერდის დიზაინი შეცვალა. საძიებო სისტემის საწყის გვერდზე შესვლისას Google-ის მომხმარებელს საქართველოს დროშა დახვდებათ.
26 მაისს საქართველო პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.