Manneken-Pis ქართული ჩოხა ჩააცვეს
- საზოგადოება
- 26.05.2018
- 13:02
ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლოს, ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას Manneken-Pis ქართული ჩოხა ჩააცვეს.
ფოტო ევროკავშირში საქართველოს მისიამ Twitter-ზე მილოცვასთან ერთად გამოაქვეყნა.
„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს“, – წერს მისია Twitter-ზე.