სიღნაღში დენდროლოგიური პარკი გაიხსნება
- საზოგადოება
- 29.05.2018
- 13:00
სიღნაღში დენდროლოგიური პარკი სავარაუდოდ ოთხ თვეში გაიხსნება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება - გადასასვლელი გზის შეკეთება, ფილების დამონტაჟება, დამხმარე კედლების მოპირკეთება, გარე განათების სისტემის შექმნა და სკამების დამონრტაჟება. გარდა ამისა, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს-ზონის მოწყობა.
ეს სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 258 ათას ლარს შეადგენს.