დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება
- საზოგადოება
- 01.06.2018
- 15:49
#ნუმომკლავ - დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება.
მთავარი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე 16:00 საათზე დაიწყება.
აქციები გაიმართება რეგიონებშიც.
ბათუმში, ქობულეთსა და ზუგდიდში აქცია დაიწყება 19:00 საათზე.
ბორჯომსა და ახალციხეში აქცია დაიწყება 17:00 საათზე.
გორსა და რუსთავში აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ხოლო ქუთაისში დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს აქცია.
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. აქციების მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს იქნება.