მეტროპოლიტენის მუშაობა 14:00 საათიდან განახლდება
- საზოგადოება
- 06.06.2018
- 10:48
დედაქალაქში მეტრო 14:00 საათიდან განაახლებს მუშაობას, რადგანაც თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა უკვე შეწყვიტეს. გაფიცულმა მემანქანეებმა გადაწყვეტილება თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მემანქანეებმა კარვები უკვე აიღეს და გლდანი დეპოს ტერიტორია დატოვეს.