ბერლინიდან ბათუმში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს
- საზოგადოება
- 23.03.2020
- 21:01
ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს. საქართველოს მოქალაქეები „საქართველოს ავიახაზებმა“ (ჯორჯიან ეარვეისი) ბერლინიდან სამშობლოში ჩამოიყვანა.
ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა.
აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს წარმომადგენლები დახვდნენ. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება.