ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო ვაზიანის სამხედრო ბაზიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს
- საზოგადოება
- 26.03.2020
- 10:15
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო გადაიყვანეს.
ისინი სამსახურებრივ მოვალეობას მარნეულში ახორციელებდნენ. მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.
კვლავ უკიდურესად მძიმეა მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა.
ასევე კრიტიკულია ახალშობილის ჯანმრთელობა. 9 დღის ჩვილიც მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 12 ინფიცირებული პაციენტია.