png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკი COVID 19-თან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

  • საზოგადოება
  • 27.03.2020
  • 18:27
საქართველოს ბანკი COVID 19-თან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს.

იმისთვის რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს.

20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

"ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის- სასუნთქი აპარატის, ხელთათმანის, პირბადის ქონა.

ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. დღეს განსაკუთრებით მეომრები და გმირები არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს. მჯერა რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია!", - განაცხდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge