საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 29.03.2020
- 10:36
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში სულ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია, - ამის შესახებ მის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა..
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურებული.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში - 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.