საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 29.03.2020
- 19:14
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 91 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.