საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 30.03.2020
- 10:32
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულია18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანი.