ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
- საზოგადოება
- 30.03.2020
- 21:29
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს.
სულ ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს - 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.