საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 01.04.2020
- 10:44
ამ დროისათვის საქართველოში COVID-19-ის 115 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში 115 ინფიცირებულია, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.