საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 01.04.2020
- 13:32
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი - 23-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.