საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 01.04.2020
- 19:32
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.