საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 02.04.2020
- 10:10
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ქვეყნდება.
ამ დროისათვის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 23, კარანტინის რეჟიმში - 5437, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 ადამიანი იმყოფება