კორონავირუსი დაუდასტურდა აშშ-ში ქართველ სასულიერო პირს მამა სპირიდონ ნარსიას
- საზოგადოება
- 02.04.2020
- 10:26
კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს. მან „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
COVID-19 ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. მეუფე საბას განცხადებით, ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.
"მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას," - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.
მანამდე COVID-19 დაუდგინდა საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირს, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს.