საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 02.04.2020
- 22:05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 134 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.