საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 03.04.2020
- 10:29
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.