png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

  • საზოგადოება
  • 03.04.2020
  • 11:09
დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთად ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო საჯაია გაეცნო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge