საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 03.04.2020
- 22:57
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.