საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 04.04.2020
- 10:28
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 28 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.