საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- საზოგადოება
- 04.04.2020
- 13:00
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა.
გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთვნოდა. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.