საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 04.04.2020
- 19:31
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 31.
გარდაიცვალა 1 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში – 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 344 მოქალაქე იმყოფება.