საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 04.04.2020
- 20:57
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 31.
გარდაიცვალა 1 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში – 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 344 მოქალაქე იმყოფება.