საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 04.04.2020
- 22:35
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა - ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გათავსდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 162-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.