საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 06.04.2020
- 10:21
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე. გარდაიცვალა ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5056, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.