საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 06.04.2020
- 18:47
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა - ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულია 39 მოქალაქე. გარდაცვლილია ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5056, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.