საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 07.04.2020
- 18:10
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.