საქართველოში კორონავირუსით 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 07.04.2020
- 18:16
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 86 წლის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
ქვეყანაში ეს უკვე COVID-19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.
ამ დროისათვის კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.