საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 08.04.2020
- 12:15
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევა ფიქისირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 48, გარდაცვლილია - 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში - 4682, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 375 პირი იმყოფება.