png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

  • საზოგადოება
  • 09.04.2020
  • 16:03
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები.

"ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის დღეიდან მიიღოს პირველი პაციენტი. პირველ ეტაპზე ეს იქნება ცხელების ცენტრი, შემდეგ უკვე კოვიდ19-ის მართვის ცენტრი და ამ გამოწვევის კვალდაკვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი და ასევე სამედიცინო პერსონალი იყოს სრულ მზადყოფნაში. შესაბამისად, მყისიერად, პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარაში მოქმედმა ბიზნეს-წარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მინდა მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და შეძლებს თვის ბოლომდე სრული დატვირთვით, 170 პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - "ორბი ჯგუფი", "ალიანს ჯგუფი", შპს "გზა", "ანაგი", "ნოვა", "გურუ ჰოლდინგი", "გრინ რიზორთი", "მეტრო სითი", "რეკან გრუპ ჯორჯია", "ემსი ქონსთრაქშენ", "რეალ პალასი", "აჭარის წყალი ჯორჯია", შპს "ფიგოილი", "გორგია", "მოდუსი", "თურსა", "სახლი ხეივანში", შპს "ახალი ხედვა", ლევან შერვაშიძე.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული.

სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი , 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge