საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 09.04.2020
- 21:47
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული - 51 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4722 ადამიანი იმყოფება, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408 პირი.