png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი ნიღბები გამოუშვას - პაატა იმნაძე

  • საზოგადოება
  • 10.04.2020
  • 14:38
შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი ნიღბები გამოუშვას - პაატა იმნაძე

მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ მოსწონს ხოლმე ასეთი რამეები, გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არა თუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი“ ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე, ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად.
ჩვენ ექიმებს ვურჩევთ გამოიყენონ რესპირატორი N95, მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არა თუ მოსახლეობამ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge