აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 473 ათასამდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 10.04.2020
- 21:21
შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 470 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 17 800-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისი მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულია 473 ათასი ადამიანი. დაიღუპა 17 836 პაციენტი.
აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობით კი იტალიის მონაცემებს მიუახლოვდა, სადაც დაღუპულია 18 ათასზე მეტი ადამიანი.