მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 10.04.2020
- 21:54
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც თავის სტატისტიკას აწარმოებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, 10 აპრილის მდგომარეობით მსოფლოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 650 210-ს შეადგენს.დაიღუპა 100 376 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 368 ათასზე მეტი პაციენტი.