აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს
- მსოფლიო
- 11.04.2020
- 10:13
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500 ათასს გასცდა, გარდაიცვალა 18 600-ზე მეტი ადამიანი, ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც ფედერალურ, ადგილობრივ და სხვა მონაცემების სტატისტიკაზე დაყრდნობით, თავის აღრიცხვას აწარმოებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 500 399 შემთხვევა, დაიღუპა 18 637 პაციენტი.
ამ დროისათვის აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი მეორე ადგილზე იტალიაა.