ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული
- საზოგადოება
- 11.04.2020
- 10:45
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 233 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პირი, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს -3 მოქალაქე.