საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 11.04.2020
- 12:16
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ა ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 233 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.