ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა - მედია
- საზოგადოება
- 11.04.2020
- 19:34
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მესამე დაავადებული 95 წლისაა და გაგრის მკვიდრია. ის თვითიზლაციაში იმყოფება. მას კონტაქტი ჰქონდა სხვა ორ ინფიცირებულთან. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მანამდე აფხაზური მედია ორი დაინფიცირებულის შესახებ იტყობინებოდა. რომლებიც გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.