თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 11.04.2020
- 22:26
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 5 100-ით გაიზარდა და 52 167-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1 101 შეადგინა. ინფორმაციას ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.
აღნიშნული რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელს წარმოადგენს.
„დღეს გამოვლინდა 5 138 ახალი შემთხვევა, სულ ინფიცირებულია 52 167. დღეს ჩვენ 95 პაციენტი დავკარგეთ, საერთო ჯამში გარდაცვლილია 1 101 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 945 პაციენტი“, - დაწერა ქოჯამ მიკრობლოგ Twitter-ზე.
ბოლო მონაცემებით მოსფლიოში ინფიცირებულია 1 733 792 ადამიანი, გარდაცვლილია 106 469 პაციენტი. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 392 781-მა ადამიანმა დაამარცხა.