ბრიტანეთში კორონავირუსს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 12.04.2020
- 19:48
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 84 ათასს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 737-ით გაიზარდა და 10 612-ს მიაღწია. ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 5 2 88-ით მოიმატა და 84 279 შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 793 224-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 110 892 ადამიანი.