ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 557 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 13.04.2020
- 10:55
ბოლო 24 საათში შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 557 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამ დროისათვის აშშ-ში COVID-19-მა უკვე 22 079 ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 557 771-მდე გაიზარდა, ყველაზე მეტი ინფიცირებული ნიუ იორკის შტატშია გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 41 700 ადამიანი.