ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 13.04.2020
- 12:34
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა. გარდაცვლილია 57 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი ოჯახი თბილისში იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.