საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 13.04.2020
- 20:29
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 272შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.