ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 86 უცხოეთიდან შესულ პირებს დაუდგინდათ
- მსოფლიო
- 14.04.2020
- 10:48
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 75 პაცინეტი. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 89 ახალი შემთხვევიდან 86 იმპორტირებულია, დანარჩენი შიდა გადაცემას უკავშირდება.
ჩინეთში ეპიდემიის დაწყების დღიდან ინფიცირებულთა რაოდენობა 82 249-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთლედა 77 738, გარდაიცვალა 3 341 ადამიანი.