გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 125 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 14.04.2020
- 11:00
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 2 082-ით გაიზარდა და 125 098-ს მიაღწია. ინფორმაციას რობერ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
მისი ცნობით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში გარდაიცვალა 170 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 969-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდნეობა 68 200-მდე გაიზარდა.
COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავარიაშია (33 569). ბერლინში დაფიქსირებულია კორონავირუსის 4 668 შემთხვევა.